Accessibility links

logo-print

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერად არჩეულ


რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერად არჩეულ იქნა ფრაქცია "ერთიანი რუსეთის" ლიდერი

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერად არჩეულ იქნა ფრაქცია "ერთიანი რუსეთის" ლიდერი
და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ბორის გრიზლოვი. დღეს სახელმწიფო სათათბირომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ თავისი პირველი სხდომა გამართა. პირველად საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ 450-ადგილიან სათათბიროში უმრავლესობას ერთი პარტია ფლობს. "ერთიანი რუსეთის" ფრაქცია 246 დეპუტატით არის წარმოდგენილი, რაც მას საშუალებას აძლევს, დამოუკიდებლად შეიტანოს ცვლილებები კონსტიტუციაში. რუსეთის კომუნისტურ პარტიას პარლამენტში 53 დეპუტატი ჰყავს, ბლოკ "სამშობლოს" - 37, ხოლო ლიბერალურ-დემოკრატიულ პარტიას - 36.
XS
SM
MD
LG