Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი მიესალმა აშშ-იდან მიღებულ დახმარებას


ირანი მიესალმა აშშ-იდან მიღებულ დახმარებას მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთათვის. პრეზიდენტმა ხათამიმ მადლიერება გამოხატა დახმარებასთან დაკავშირებით,

ირანი მიესალმა აშშ-იდან მიღებულ დახმარებას მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთათვის. პრეზიდენტმა ხათამიმ მადლიერება გამოხატა დახმარებასთან დაკავშირებით,
მაგრამ თქვა, რომ ამ მოვლენის პოლიტიზება შორს წაგვიყვანდაო. ირანის პრეზიდენტის თანახმად, ვაშინგტონსა და თეირანს შორის ძველ პრობლემებს აშშ-ის პოლიტიკის ძირეული ცვლილება მოაგვარებს.
ქალაქ ბამში, სადაც პარასკევს მიწისძვრა მოხდა, დღეიდან მაშველთა რაზმები წყვეტენ ნანგრევებში გადარჩენილთა ძებნას და მათი ყურადღები დაზარალებულებზე გადადის. უცხოეთიდან ჩასული 200-მდე მაშველი შინ ბრუნდება და მათი რიცხვი 1500 გახდა, მას მერე, რაც ნანგრევებში გადარჩენილთა მიგნების ყველა იმედი გადაიწურა. ათეულ ათასობით ადამიანი საცხოვრებლის გარეშეა, ათასობით მოქალაქე სამედიცინო დახმარებას საჭიროებს.
აშშ-მა, რომელმაც ირანი ბოროტების ღერძის ნაწილად გამოაცხადა, ჰუმანიტარული დახმარების ჩატანა დაიწყო ირანში. ეს არის პირველი გაფრენა ამერიკიდან ირანში 1979 წლის შემდეგ. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ადამ ერელიმ შემდეგი აუწყა საზოგადოებას [ერელის ხმა] :
"აშშ-იდან ირანში რამდენიმე საჰაერო რეისი მოეწყო, იქ ჩატანილ იქნა ჰუმანიტარული ტვირთი, ჩავიდა ასევე პერსონალი. 77 ტექნიკურ და სამედიცინო პირთან ერთად, უბედური შემთხვევების დროს დამხმარეთა შვიდკაციანი რაზმი იქნა გაგზავნილი ირანში სახელმწიფო დეპარტამენტის და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების უწყების მიერ". აშშ-ის სახელმწფიო მდივანმა კოლინ პაუელმა აღნიშნა, რომ ირანის მხრივ ამ დახმარების მიღება სხვა ნიშნებთან ერთად ორი ქვეყნის ურთიერთობის განვითარებაზე მიანიშნებს.
XS
SM
MD
LG