Accessibility links

logo-print

ბულგარეთში 30 დეკემბერი ერაყში დაღუპული


ბულგარეთში 30 დეკემბერი ერაყში დაღუპული ხუთი ბულგარელი სამხედროს გლოვის დღეა.

ბულგარეთში 30 დეკემბერი ერაყში დაღუპული ხუთი ბულგარელი სამხედროს გლოვის დღეა.
სოფიის დედაქალაქის აეროპორტში, სადაც დაღუპულთა ცხედრები ჩაასვენეს, გაიმართა სამგლოვიარო ცერემონია, რომელსაც მთავრობის წევრები ესწრებოდნენ. პრეზიდენტმა პარვანოვმა პატივი მიაგო დაღუპულ ჯარისკაცებს. [პარვანოვის ხმა] "ჩვენი ბიჭები სამშობლოდან ათასობით კილომეტრში დაიღუპნენ, მაგრამ ბულგარეთის დროშით იბრძოდნენ. ჩვენ პატივს მივაგებთ, ღრმა პატივს მივაგებთ იმ ბულგარელი ჯარისკაცებს ხსოვნას, რომლებმაც ღირსეულად შეასრულეს თავიანთი პატრიოტული ვალი". ბულგარელი სამხედრობი შაბათს დახოცეს ერაყში, ქალაქ ქერბელაში. ეს იყო ამ ქვეყნის უმძიმესი სამხედრო დანაკარგი მეორე მსროფლიო ომის შემდეგ. ბულგარეთი განაგრძობს აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მხარდაჭერას ერაყის ოპერაციაში.
XS
SM
MD
LG