Accessibility links

logo-print

ავღანეთის პოლიტიკურმა ლიდერებმა გადადეს ქვეყნის


ავღანეთის პოლიტიკურმა ლიდერებმა გადადეს ქვეყნის კონსტიტუციისთვის კენჭისყრა, რომელიც დღეს დიდ საბჭოში - "ლოია ჯირგაში" უნდა გამართულიყო.

ავღანეთის პოლიტიკურმა ლიდერებმა გადადეს ქვეყნის კონსტიტუციისთვის კენჭისყრა, რომელიც დღეს დიდ საბჭოში - "ლოია ჯირგაში" უნდა გამართულიყო.
გადადების მიზეზი ეთნიკური მოურიგებლობა იყო, ეთნიკური უმცირესობები ძალაუფლების განაწილების სხვა ფორმის მომხრე არიან, ვიდრე ამას უმრავლესობა მოითხოვს. სხდომა ხვალ განახლდება. "ლოია ჯირგაში" 502 წევრია. ისინი ორ კვირაზე მეტ ხანს ბჭობდნენ და განიხილავდნენ კონსტიტუციის 160 მუხლიან პროექტს, რომელსაც პროეზიდენტი ჰამიდ კარზაი - თვითონ ეროვნებით პუშტუნი - ემხრობა. კარზაის პრეზიდენტის ძალაუფლების გაფართოება სურს. ეროვნული უმცირესობანი, უზბეკები და ტაჯიკები, პრემიერის პოსტის შემოღებას და ძლიერ პარლამენტს უჭერენ მხარს.
XS
SM
MD
LG