Accessibility links

logo-print

გაეროს გენერალურმა მდივანმა თავის საახალწლო


გაეროს გენერალურმა მდივანმა თავის საახალწლო მიმართვაში გამოაცხადა, რომ 2003 წელი რთული იყო ორგანიზაციისა და მსოფლიოსათვისაც და იმედი გამოთქვა,

გაეროს გენერალურმა მდივანმა თავის საახალწლო მიმართვაში გამოაცხადა, რომ 2003 წელი რთული იყო ორგანიზაციისა და მსოფლიოსათვისაც და იმედი გამოთქვა,
რომ მომავალ წელს ეს პრობლემები შემსუბუქდება. კოფი ანანის თანახმად, 2003 წელი უმძიმესი იყო გაეროს არსებობის მანძილზე. მან ერაყში ომსა და ქვეყნებს შორის ომისა და მშვიდობის თაობაზე განხეთქილებაზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ ამას გარდა არსებობს სერიოზული პრობლემები, რომლებსაც საერთაშორისო თანამეგობრობამ 2004 წელს უნდა მიხედოს. [ანანის ხმა] "დიახ, ტერორიზმს უნდა ვებრძოლოთ, დიახ უნდა ავირიდოთ იარაღის გავრცელება, მაგრამ მოდით5 განვითარებასაც მივხედოთ, მოდbთ იმედი ჩავუნერგოთ მათ, ვინც განსაცდელშია, განვითარების გარეშე მშვიდობა არ არსებობს." ანანმა თქვა აგრეთვე, რომ დაპირებების მიცემის დრო გავიდა და ახლა ამ დაპირებების შესრულების ჟამი დადგა.
XS
SM
MD
LG