Accessibility links

logo-print

ავღანეთის პოლიტიკურმა ლიდერებმა გუშინ გადადეს


ავღანეთის პოლიტიკურმა ლიდერებმა გუშინ გადადეს ქვეყნის კონსტიტუციისთვის კენჭისყრა,

ავღანეთის პოლიტიკურმა ლიდერებმა გუშინ გადადეს ქვეყნის კონსტიტუციისთვის კენჭისყრა,
რომელიც დიდ საბჭოში - "ლოია ჯირგაში" უნდა გამართულიყო. გადადების მიზეზი ეთნიკური მოურიგებლობა იყო, ეთნიკური უმცირესობები ძალაუფლების განაწილების სხვა ფორმის მომხრე არიან, ვიდრე ამას უმრავლესობა მოითხოვს. დღეს პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ თქვა, რომ საბჭოს თამჯდომარეს სიგატულა მუჯადედის განუცხადა, რომ ის ოპოზიციონერი დეპუტატების მოთხოვნის შესრუბელბას არ აპირებს. . "ლოია ჯირგაში" 502 წევრია. ისინი ორ კვირაზე მეტ ხანს ბჭობდნენ და განიხილავდნენ კონსტიტუციის 160 მუხლიან პროექტს, რომელსაც პროეზიდენტი ჰამიდ კარზაი - თვითონ ეროვნებით პუშტუნი - ემხრობა. კარზაის პრეზიდენტის ძალაუფლების გაფართოება სურს. ეროვნული უმცირესობანი, უზბეკები და ტაჯიკები, პრემიერის პოსტის შემოღებას და ძლიერ პარლამენტს უჭერენ მხარს.

XS
SM
MD
LG