Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მილიონობით ადამიანი აღნიშნავს ახალი, 2004


მილიონობით ადამიანი აღნიშნავს ახალი, 2004 წლის დადგომას. ტერორიზმის მომატებული საფრთხის მიუხედავად, ასიათასობით ადამიანი ქუჩაში შეხვდა ახალ წელს

მილიონობით ადამიანი აღნიშნავს ახალი, 2004 წლის დადგომას. ტერორიზმის მომატებული საფრთხის მიუხედავად, ასიათასობით ადამიანი ქუჩაში შეხვდა ახალ წელს
სიდნეისა თუ ნიუ-იორკში, ლონდონსა თუ მოსკოვში, ბერლინსა თუ პარიზში. თბილისშიც შუაღამისას ათასობით ადამიანი იმყოფებოდა ქალაქის ცენტრში. სხვადასხვა ქვეყნისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერები იმედიანი განცხადებებით გამოვიდნენ, თუმცა პრობლემებზეც ისაუბრეს. გაეროს გენერალურ მდივან კოფი ანანის თქმით, ერაყის გამო მსოფლიომ მიივიწყა ზოგი მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის სიღატაკის, გარემოს დაბინძურების, ინფექციური დაავადებების პრობლემები. ვატიკანში რომის პაპმა იოანე პავლე მეორემ ჩაატარა მესა მშვიდობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, რომელსაც კათოლიკური ეკლესია პირველ იანვარს აღნიშნავს. იოანე პავლე მეორე მსოფლიოში მშვიდობის გასამყარებლად აუცილებლად მიიჩნევს ახალი საერთაშორისო წესრიგის დამყარებას: [იოანე პავლე მეორის ხმა] "არასოდეს დაგვჭირვებია ისე, როგორც დღეს ახალი საერთაშორისო წესრიგი, რომელიც გაეროს გამოცდილებასა და მისი მუშაობის შედეგებს დაეყრდნობა". პაპი ფიქრობს, რომ გაერო უნდა აღიჭურვოს დღევანდელი მსოფლიოს პრობლემების მოგვარების უფლებამოსილებით.
XS
SM
MD
LG