Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღდადში კიდევ 3 ადამიანის გვამებს


ბაღდადში კიდევ 3 ადამიანის გვამებს მიაკვლიეს რესტორანში, სადაც გუშინ მომხდარმა აფეთქებამ, ამჟამინდელი ინფორმაციით, 8 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ბაღდადში კიდევ 3 ადამიანის გვამებს მიაკვლიეს რესტორანში, სადაც გუშინ მომხდარმა აფეთქებამ, ამჟამინდელი ინფორმაციით, 8 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
ეს ცნობა ერაყიდან ამერიკელმა სამხედროებმა გაავრცელეს. ამავე ინფორმაციით, დაჭრილია 20-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის გაზეთ "ლოს ანჯელეს ტაიმსის" სამი ჟურნალისტი. აფეთქების შემდეგ, მორიგი თავდასხმების საფრთხის გამო, სრულ საბრძოლო მზადყოფნაში არიან მოყვანილი ამერიკელი ჯარისკაცები და ერაყელი პოლიციელები.
XS
SM
MD
LG