Accessibility links

logo-print

1 იანვრიდან რუსეთში იმათ, ვინც


1 იანვრიდან რუსეთში იმათ, ვინც სამხედრო სამსახურის პრინციპული მოწინააღმდეგეა, ალტერნატიული, არა-სამხედრო სამსახურის მოხდის საშუალება ეძლევა.

1 იანვრიდან რუსეთში იმათ, ვინც სამხედრო სამსახურის პრინციპული მოწინააღმდეგეა, ალტერნატიული, არა-სამხედრო სამსახურის მოხდის საშუალება ეძლევა.
მაგრამ კანონის მიხედვით, ასეთი სამსახური გაცილებით უფრო დიდხანს, 3,5 წელი გრძელდება, ვიდრე 2-წლიანი სამხედრო სამსახური. ალტერნატიული სამსახური ითვალისწინებს მუშაობას საავადმყოფოებში, უპატრონო ბავშვთა სახლებში, სხვა სოციალურ დაწესებულებებში. მოსალოდნელია, რომ ამ ახალი შესაძლებლობით წელიწადში 3000-მდე ადამიანი თუ ისარგებლებს. მაგრამ ალტერნატიული სამსახურის შემოღება მაინც არის მიჩნეული წინსვლად რუსეთში, სადაც სამხედრო სამსახურისადმი უარყოფითი დამოკიდებულება ჭარბობს.
XS
SM
MD
LG