Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში პატივი მიაგეს 26 დეკემბერს


ირანში პატივი მიაგეს 26 დეკემბერს მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას. სტიქიურმა უბედურებამ ქალაქ ბამში ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ირანში პატივი მიაგეს 26 დეკემბერს მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას. სტიქიურმა უბედურებამ ქალაქ ბამში ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
ირანის ყოფილი პრეზიდენტი აკბარ ჰაშემი რაფსანჯანი სიტყვით გამოვიდა ბამის მეჩეთში - ერთ-ერთში სულ მცირერიცხოვანი შენობებიდან, რომლებიც ნგრევას გადაურჩა. ოფიციალური ინფორმაციით, დაღუპულების რიცხვი 30 000-ს აღწევს. როგორც გაეროს წარმომადგენლები იუწყებიან 40 000-მდე მოსახლე იძულებულია, ღამე კარვებში გაათენოს. ხუთშაბათსვე გავრცელებული ინფორმაციით, ირანის ხელმძღვანელობის წარმომადგენლები მიესალმნენ ვაშინგტონის გადაწყვეტილებას, ირანის წინააღმდეგ მიმართული სანქციების დროებით გაუქმების შესახებ და გამოთქვეს იმედი, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა გაუმჯობესდება. ბამში ამჟამად იმყოფება 30-მდე ქვეყნიდან ჩასული 1500-ზე მეტი უცხოელი - მაშველები და ჰუმანიტარული ორგანიზაციების თანამშრომლები, მათ შორის 80 ამერიკელი. ხუთშაბათს შენობების ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს კიდევ 2 ადამიანი. იუწყებიან აგრეთვე ბამის რაიონში მორიგი მიწისქვეშა ბიძგების შესახებ. ეს რაიონი თეირანის სამხრეთ-აღმოსავლეთით, დაახლოებით, 1000 კილომეტრში მდებარეობს.
XS
SM
MD
LG