Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ირანმა


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ირანმა უარით უპასუხა ვაშინგტონის წინადადებას,

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ირანმა უარით უპასუხა ვაშინგტონის წინადადებას,
ჰუმანიტარული დელეგაცია გაგზავნოს ქალაქ ბამში, რომელიც გასულ პარასკევს მომხდარმა ძლიერმა მიწისძვრამ გაანადგურა. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა ადამ ერელიმ აცნობა ჟურნალისტებს , ირანმა ჯერჯერობით არ მიიღო შეერთებული შტატების წინადადება. დღესვე, გაერომ გამოაცხადა, რომ უახლოესი ერთი კვირის მანძილზე შეეცდება დაადგინოს ირანში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთათვის საჭირო ჰუმანიტარული დახმარების მოცულობა. წინასწარი მონაცემებით, 40 ათასამდე ადამიანი უსახლკაროდ დარჩა, მათი უმრავლესობა გაუმთბარ კარვებში ცხოვრობს. დანგრეული ქალაქ ბამის საველე ჰოსპიტალში მომუშავე ამერიკელი ექიმის, ანკატრინ გუდმანის თქმით, ბევრი ადამიანი ფილტვების ანთებით დაავადდა. ექიმმა დასძინა, რომ ხალხი იმდენად დათრგუნულია მომხდარი უბედურებით, რომ საჭმელს ვერ ეკარება და ამიტომ სითხისგან დაცლა ეწყება. ირანში მომხდარმა მიწისძვრამ 30 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
XS
SM
MD
LG