Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სარდლობის განცხადებით, ამერიკელმა ჯარისკაცებმა


აშშ-ის სარდლობის განცხადებით, ამერიკელმა ჯარისკაცებმა ერაყში იარაღისა და ტყვია-წამლის მოზრდილ საწყობს მიაგნეს

აშშ-ის სარდლობის განცხადებით, ამერიკელმა ჯარისკაცებმა ერაყში იარაღისა და ტყვია-წამლის მოზრდილ საწყობს მიაგნეს
და 32 ადამიანი დააპატიმრეს ბაღდადის სამხრეთ-დასავლეთით, სუნიტურ მეჩეთში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად. როგორც აშშ-ის შეიარაღებული ძალების ბრიგადის გენერალმა მარკ კიმიტმა განაცხადა, გუშინ ჩატარებული ოპერაციის შედეგად ამოღებულ იქნა ასაფეთქებელი ნივთიერებები, ბომბის დასამზადებლად საჭირო მოწყობილობა, ორი რეაქტიული ნაღმსატყორცნი და სხვა სახის იარაღი. კიმიტის თქმით, ალ-თუბულის მეჩეთი, სადაც ეს ყველაფერი ინახებოდა, კოალიციის წინააღმდეგ მიმართული მოძრაობის ერთ-ერთი ცენტრია. მაგრამ მეჩეთის იმამი აბდულსათარ ალ-ჯანაბი ამტკიცებს, რომ მეჩეთი მშვიდობიანია და რომ იქ, თავდაცვის მიზნით, სულ რამდენიმე მსუბუქი შაშხანა ინახებოდა.
XS
SM
MD
LG