Accessibility links

logo-print

ერაყში კატასტროფა განიციდა აშშ-ის სამხედრო


ერაყში კატასტროფა განიციდა აშშ-ის სამხედრო შვეულმფრენმა. დაიღუპა ერთი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე, ხოლო კიდევ ერთი - დაშავდა.

ერაყში კატასტროფა განიციდა აშშ-ის სამხედრო შვეულმფრენმა. დაიღუპა ერთი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე, ხოლო კიდევ ერთი - დაშავდა.
სარდლობის ცნობით, შვეულმფრენი ქალაქ ფალუჯის მახლობლად ჩამოვარდა, ბაღდადის დასავლეთით. მიმდინარეობს კატასტროფის გარემოებათა გამოძიება. რეიტერის სააგენტო, ერაყის პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ შვეულმფრენი ჩამოგდებულ იქნა. ქალაქ ქირქუქში ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთიც - დაიჭრა პოლიციელებსა და მანიფესტანტებს შორის მომხდარი შეტაკების შედეგად. დემონსტრაციის მონაწილეები პროტესტს გამოთქვამდნენ ადგილობრივ უნივერსიტეტში ქურთების როლის გაძლიერების წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG