Accessibility links

logo-print

ქაბულში კონსულტაციებს მართავენ სრულიად ავღანეთის


ქაბულში კონსულტაციებს მართავენ სრულიად ავღანეთის დიდი საბჭოს

ქაბულში კონსულტაციებს მართავენ სრულიად ავღანეთის დიდი საბჭოს
- ლოია ჯირგის წევრები. მისი მონაწილეები ცდილობენ, დაძლიონ უთანხმოებები ავღანეთის ახალი კონსტიტუციის გარშემო. ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტი ბურჰანუდინ რაბანი, ეთნიკური უზბეკების ლიდერი აბდულ რაშიდ დოსთუმი და რელიგიურ კონსერვატორთა წარმომადგენელი აბდულ რაბ რასილ საიაფი წინააღმდეგი არიან ქვეყნის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის მიერ შეთავაზებული მმართველობის სისტემისა. გუშინ ხსენებულმა სამეულმა მოლაპარაკება გამართა ავღანეთში გაეროს საგანგებო წარგზავნილთან ლახდარ ბრაჰიმისთან. პრეზიდენტი კარზაი - პუშტუნთა ეთნიკური უმრავლესობის წარმომადგენელი - ძლიერი საპრეზიდენტო რესპუბლიკის შექმნის მომხრეა, ხოლო მისი მოწინააღმდეგეები მხარს უჭერენ პარლამენტისა და პრემიერ-მინისტრისთვის უფლებამოსილებათა გაფართოებას. როგორც ვარაუდობენ, ლოია ჯირგის სხდომა ხვალ გაგრძელდება.
XS
SM
MD
LG