Accessibility links

logo-print

ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ათალ ბიჰარი ვაჯპაიმ


ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ათალ ბიჰარი ვაჯპაიმ განაცხადა,

ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ათალ ბიჰარი ვაჯპაიმ განაცხადა,
რომ სამხრეთი აზიის რეგიონული თანამშრომლობის ასოციაციის უმაღლესი დონის შეხვედრაზე, რომელიც კვირას გაიხსნება ისლამაბადში, პაკისტანის პრეზიდენტ ფერვეზ მუშარაფთან არ გამართავს ორმხრივ მოლაპარაკებას. პირველად განვლილი 5 წლის მანძილზე, რომლის დროსაც ინდოეთი და პაკისტანი ორჯერ იყვნენ მისული ომის მიჯნაზე, ამ ორი მეზობელი ქვეყნის ლიდერები მოლაპარაკებათა მაგიდასთან შეხვდებიან. მათთან ერთად რეგიონული თანამშრომლობის პრობლემებს სამხრეთი აზიის 5 სხვა ქვეყნის ლიდერებიც განიხილავენ. შაბათს, ისლამაბადის აეროპორტში ინდოეთის პრემიერს პაკისტანის მთავრობის მეთაური ზაფარულა ჰან ჯამალი დახვდა.
XS
SM
MD
LG