Accessibility links

152 ადამიანი დაიღუპა დღეს ეგვიპტის


152 ადამიანი დაიღუპა დღეს ეგვიპტის სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად.

152 ადამიანი დაიღუპა დღეს ეგვიპტის სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად.
ეგვიპტის ავიაკომპანიის თვითმფრინავის, "ბოინგ-747"-ის კატასტროფა წითელ ზღვაში ტექნიკურმა გაუმართაობამ გამოიწვია, ტერორისტული აქტის ვერსია გამორიცხულია, - ასეთი განცხადება გააკეთეს ეგვიპტისა და საფრანგეთის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა. უკანასკნელი მონაცემებით თვითმფრინავში მყოფი ყველა, 152-ვე ადამიანი დაიღუპა. თითქმის ყველა მგზავრი საფრანგეთიდან ჩასული ტურისტები იყვნენ; ბევრი ბავშვი იყო მათ შორის. ეკიპაჟის წევრები ეგვიპტელები იყვნენ. პარიზში მიმავალი ეგვიპტის კერძო ავიაკომპანია "ფლეშ ეარის" თვითმფრინავი, დღეს დილით, კურორტ შარმ-ეშ-შეიხის აეროპორტიდან აფრენისთანავე, რამდენიმე წუთის შემდეგ, რადარებიდან გაუჩინარდა. როგორც ეგვიპტის სამოქალაქო ავიაციის მინისტრმა აჰმედ შაფიკ ზაქიმ განაცხადა, ტექნიკურმა გაუმართობამ აფრნისთანავე იჩინა თავი. ეკიპაჟმა დაბრუნება გადაწყვიტა, მაგრამ მანევრირების დროს თვითმფრინავი ზღვაში ჩავარდა. მაშველებმა ჯერჯერობით თვითმფრინავის ნამსხვრევები და ერთი დაღუპულის გვამი ნახეს.
XS
SM
MD
LG