Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულში, ხანმოკლე შესვენების შემდეგ სრულიად


ქაბულში, ხანმოკლე შესვენების შემდეგ სრულიად ავღანეთის საბჭომ - ლოია ჯირგამ განაახლა მუშაობა.

ქაბულში, ხანმოკლე შესვენების შემდეგ სრულიად ავღანეთის საბჭომ - ლოია ჯირგამ განაახლა მუშაობა.
დელეგატები კომპრომისული შეთანხმების მიღწევას ცდილობენ იმის თაობაზე, თუ როგორი უნდა იყოს ავღანეთში მომავალი მმართველობის სისტემა. ხუთშაბათს, ლოია ჯირგის მონაწილეთა ერთ მესამედზე მეტმა უარი თქვა კენჭისყრაში მონაწილეობაზე ავღანეთის ახალი კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით, რომელიც ძლიერი საპრეზიდენტო ხელისუფლების შექმნას ითვალისწინებს. პროექტს ავღანეთის გარდამავალი მთავრობის მეთაური, პუშტუნთა ეთნიკური უმრავლესობის წარმომადგენელი ჰამიდ კარზაი უჭერს მხარს. ტაჯიკებისა და უზბეკთა სათვისტომოები პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის უფლებამოსილებათა მნიშვნელოვან გაფართოებას მოითხოვენ.
XS
SM
MD
LG