Accessibility links

დღეს ერაყში 2 ამერიკელი სამხედრო


დღეს ერაყში 2 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე იქნა მოკლული, ხოლო 3 დაიჭრა,

დღეს ერაყში 2 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე იქნა მოკლული, ხოლო 3 დაიჭრა,
როცა მათი ავტომანქანა ნაღმზე აფეთქდა ბაღდადის სამხრეთით. დღესვე, დილით, 1 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა და 2 დაიჭრა, როცა სამხედრო ბაზას ბაღდადის ჩრდილოეთით, ნაღმმტყორცნიდან გაუხსნეს ცეცხლი. ამ თავდასხმასთან დაკავშირებით 6 ადგილობრივი მკვიდრია დაკავებული. ამერიკელი სამხედროები განაგრძობენ იმ მოიერიშეების ძებნას, რომლებმაც ქალაქ ფალუჯის მახლობლად, პარასკევს, შეერთებული შტატების საბრძოლო შვეულმფრენი ჩამოაგდეს. შაბათს ვარშავაში, პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა იერჟი შმადჟინსკიმ განაცხადა, რომ ერაყში განთავსებული პოლონეთის 2,400-კაციანი სამხედრო კონტინგენტი იმავე დონეზე დარჩება, მაგრამ გაიზრდება მასში მომსახურე სპეცდანიშნულების მებრძოლთა რიცხვი.
XS
SM
MD
LG