Accessibility links

4 იანვრის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებზე


4 იანვრის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებზე საერთაშორისო მეთვალყურეთა მისიის განცხადებით,

4 იანვრის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებზე საერთაშორისო მეთვალყურეთა მისიის განცხადებით,
საქართველომ მოახდინა პროგრესი დემოკრატიული არჩევნების მიმართულებით და მიუახლოვდა საერთაშორისო სტანდარტებს. სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" გამართულ პრესკონფერენციაზე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ბრუს ჯორჯმა განაცხადა, რომ ამ არჩევნებით საქართველოს საარჩევნო სისტემისა და დემოკრატიული პროცესებისადმი ქვეყნის ერთგულების მხოლოდ ნაწილობრივი გამოცდა მოხდა. მისი განცხადებით, წინა არჩევნებისგან განსხვავებით, ამჟამად საქართველოს ხელისუფლებამ დემოკრატიული არჩევნების ჩატარების დემონსტრირება მოახდინა. იმავე პრესკონფერენციაზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა მათიას იორშმა განაცხადა, რომ კვირას ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები სრულყოფილი არ იყო. იორშის თქმით, შექმნილი არ იყო პოლიტიკურად კონკურენტული გარემო. საპრეზიდენტო არჩევნებს დადებიტთად აფასებენ დსთ-ის მეთვალყურეები, რომელთა ხელმძღვანელის, თანამეგობრობის აღმასრულებელი მდივნის იური იაროვის თქმით, არჩევნების მიმდინარეობისას მართალია, ბევრი იყო ორგანიზაციული ხასიათის ნაკლი, მაგრამ ეს ბუნებრივია იმ პირობებში, როცა რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების მომზადებისთვის ძალიან ცოტა დრო იყო გათვალისწინებული.
XS
SM
MD
LG