Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე მზად არის, ითანამშრომლოს საქართველოს ახალ პრეზიდენტთან.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე მზად არის, ითანამშრომლოს საქართველოს ახალ პრეზიდენტთან.
უცხოელ ჟურნალისტებთან ინტერვიუში შევარდნაძემ განაცხადა, რომ კვირას გამართულ არჩევნებში ხმა მისცა მიხეილ სააკაშვილს, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერს სუსტი კონკურენტები ჰყავდა. სააკაშვილს შევარდნაძემ "ნიჭიერი და ინიციატივიანი" ადამიანი უწოდა, მაგრამ თქვა, რომ მას გამოცდილება აკლია. ახალ პრეზიდენტთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს საბჭოთა პერიოდის საქართველოს კიდევ ერთი ლიდერი, კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ყოფილი პირველი მდივანი, ამჟამად კი პოლიტიკური ორგანიზაცია "ერთობის" თავმჯდომარე ჯუმბერ პატიაშვილი, რომელიც დადებითად აფასებს კვირას საქართველოში გამართულ რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებს. პატიაშვილის აზრით, გაზაფხულისთვის დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა საარჩევნო სისტემის რეფორმა უნდა განახორციელოს.
XS
SM
MD
LG