Accessibility links

logo-print

საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო


საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე საპარლამენტო არჩევნების თარიღს

საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე საპარლამენტო არჩევნების თარიღს
უახლოეს მომავალში დაასახელებს. ჟურნალისტებთან საუბარში ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ მხარს უჭერს საპარლამენტო არჩევნების გაზაფხულზე ჩატარების იდეას. მისი თქმით, რაც უფრო მალე ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები, მით უკეთესია, რადგან სერიოზული რეფორმების განხორციელებისთვის აუცილებელია დროულად შეიქმნას საკანონმდებლო ორგანო. ზოგიერთი პოლიტიკური ორგანიზაციის აზრით, საპარლამენტო არჩევნები მაისზე ადრე არ უნდა ჩატარდეს. მაგალითად, "ახალი მემარჯვენეები" აცხადებენ, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის აუცილებლად გამოსასწორებელია ყველა ის უკანონობა, რაც გამოიხატება ამომრჩეველთა სიების შედგენასა და საარჩევნო კომისიების არაპარიტეტული პრინციპით დაკომპლექტებაში. როგორც "ახალი მემარჯვენეების" ლიდერმა დავით გამყრელიძემ განაცხადა, მას აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას 7 მარტს აპირებს. იმ შემთხვევაში, თუ საპარლამენტო არჩევნები მართლაც მარტში ჩატარდება, "ახლები" არ გამორიცხავენ მის ბოიკოტს. არჩევნების ბოიკოტით იმუქრება ლეიბორისტული პარტიაც, რომლის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა დღეს წერილით მიმართა საქართველოში აშშ-ის ელჩს რიჩარდ მაილსს. წერილში ნათქვამია, რომ თუ ხელისუფლება საპარლამენტო არჩევნებს მარტში ჩაატარებს, ლეიბორისტები მას ბოიკოტს გამოუცხადებენ და საპროტესტო დემონსტრაციებსაც მოაწყობენ.
XS
SM
MD
LG