Accessibility links

logo-print

ისრაელის პრემიერ-მინისტრის არიელ შარონის განცხადებით


ისრაელის პრემიერ-მინისტრის არიელ შარონის განცხადებით, მისი ქვეყანა ცალმხრივ ნაბიჯებს გადადგამს

ისრაელის პრემიერ-მინისტრის არიელ შარონის განცხადებით, მისი ქვეყანა ცალმხრივ ნაბიჯებს გადადგამს
პალესტინელებისგან გამოსაყოფად, თუ ვერ მოხერხდა "გზამკვლევად" წოდებული სამშვიდობო გეგმის განხორციელება. მემარჯვენე ორიენტაციის ლიკუდის პარტიის ყრილობაზე გამოსვლისას, შარონმა აღნიშნა, რომ თუ უახლოესი რამდენიმე თვის მანძილზე სამშვიდობო პროცესში წინსვლა არ მოხდა, იგი იძულებული იქნება, განახორციელოს პალესტინელებისგან გამოცალკევების გეგმა. ამასთანავე, შარონმა დაადასტურა, რომ მიუხედავად "გზამკვლევის" განხორციელებაში არსებული წარუმატებლობისა, კვლავაც ამ სამშვიდობო გეგმის ერთგული რჩება. ისრაელის პრემიერმა განაცხადა, აგრეთვე, რომ მხარს უჭერს პალესტინელთა დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას.
XS
SM
MD
LG