Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა ფართოდ გამოეხმაურა მსოფლიო პრესა მიხეილ სააკაშვილის გამარჯვებას 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში.

მიმომხილველებს მიაჩნიათ, რომ ამ პროდასავლური ორიენტაციის მქონე პოლიტიკოსის მოსვლა ხელისუფლების სათავეში უკეთეს მომავალს უქადის ქართველ ხალხს. როგორც გაზეთ "ქრისჩიენ საიანს მონიტორის" კორესპონდენტი ფრედ ვეირი აღნიშნავს, 4 იანვარს საქართველოს მოსახლეობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქვეყანაში კარდინალური ცვლილებების, რადიკალური რეფორმების გატარების მომხრეა და კორუფციასა და მომხვეჭელობას გმობს. ამერიკელი ჟურნალისტი დასძენს:

"მიხეილ სააკაშვილს მოსახლეობის უდიდესმა უმრავლესობამ მისცა ხმა. თუმცა ყველას როდი ეხატება გულზე დასავლეთში განათლებამიღებული, ახალგაზრდა იურისტი. საგულისმხო ისაა, რომ სააკაშვილის კანდიდატურას თავად დამხობილმა ედუარდ შევარდნაძემ დაუჭირა მხარი. ყოფილ პრეზიდენტს ამასთანავე რჩევა მიუცია თავისი მემკვიდრისათვის: "ნაკლები ილაპარაკე და მეტი აკეთეო".

ხოლო გაზეთ "აირიშ ტაიმსის" მიმომხილველის დანიელ მაკკლაფლინის აზრით, მძიმე ტვირთი აიკიდა მიხეილ სააკაშვილმა, ვინაიდან ხალხი მასზე დიდ იმედებს ამყარებს. ირლანდიელი ჟურნალისტი წერს:

"პრეზიდენტად არჩეულმა სააკაშვილმა რადიკალური რეფორმები უნდა განახორციელოს საქართველოში, რომელიც საბჭოთა პერიოდში, ცხოვრების დონით ბევრად წინ უსწრებდა დანარჩენ მოკავშირე რესპუბლიკებს, ხოლო დღეს ღრმა კრიზისშია ჩაფლული. სააკაშვილმა საერთო ენა უნდა გამონახოს ამასთანავე სეპარატისტულ რეგიონებთან, თავის ძველ "პატრონთან", მოსკოვთან, და თან მთავარი დამფინანსებლის, ვაშინგტონის მოთხოვნები შეასრულოს. გერმანიის კანცლერმა გერჰარდ შრიოდერმა არჩევნებში გამარჯვება მიულოცა მიხეილ სააკაშვილს და ბერლინში მიიწვია. შრიოდერს მიაჩნია, საქართველოს მიეცა კარგი შესაძლებლობა დააჩქაროს ქვეყანაში ჭეშმარიტი დემოკრატი და განაცხადა, რომ "საქართველოს ამჯერად

გაზეთ "ვაშინგტონ პოსტის" კორესპონდენტს პიტერ ბეიკერს მოჰყავს ეუთოს ოფიციალური წარმომადგენლის, ბრუს ჯორჯის ნათქვამი იმის შესახებ, რომ 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში ევროპული სტანდარტების დონეზე ჩატარდა, რაც არსებითი პროგრესია, უდავოდ, თუ გავიხსენებთ 2 თვის წინ ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს, რომლის შედეგები აშკარად და მოურიდებლად იქნა გაყალბებული. ხოლო გაზეთ "გარდიანში" გამოქვეყნებული სარედაქციო სტატია ასეა დასათაურებული: "ზამთარში ამოსული ვარდი". სტატიაში ვკითხულობთ:

"ოპტიმიზმის რეალური საბაბი მიეცა ქართველ ხალხს. თუმცა, ამგვარი განწყობა შესაძლოა ხანმოკლეც აღმოჩნდეს. მართალია ედუარდ შევარდნაძე გადადგა და ვეღარასოდეს მოექცევა ხელისუფლების სათავეში, მაგრამ ქვეყანაში დამკვიდრებული კორუმპირებული სახელმწიფო სტრუქტურები უცვლელი რჩება. საქართველოს საგარეო დავალიანებამ მილიარდ 75 მილიონ დოლარს მიაღწია, ამასთანავე ქვეყანამ ვერა და ვერ შესძლო საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის რეკომენდაციების შესრულება. 1991 წლიდან მოყოლებული, როცა ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, საქართველომ შეერთებული შტატებისაგან დახმარების სახით ერთ მილიარდზე მეტი დოლარი მიიღო, მაგრამ ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყანაში არ გაუმჯობესებულა, პირიქით, გაუარესდა და მძიმე ტვირთად დააწვა ისედაც გაღატაკებულ ხალხს. ამდენად, რთული ამოცანის წინაშე დგას ბატონი სააკაშვილი".
XS
SM
MD
LG