Accessibility links

logo-print

ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში გამრჯვებულმა მიხეილ


ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში გამრჯვებულმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს განაცხადა,

ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში გამრჯვებულმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს განაცხადა,
რომ როცა ის პრეზიდენტი გახდება, შექმნის საგანგებო საგამოძიებო უწყებას კორუპციასთან საბრძოლველად: [სააკაშვილის ხმა] "საჭიროა პარლამენტში გავიტანოთ ერთობ ქმედითუნარიანი ანტიკორუპციული კანონი, რომელიც ახალ, პატარა, წესიერ საგამოძიებო უწყებას დროულად მისცემს უფლებამოსილებას და რომელიც, მართლა შეებრძოლება მაღალ დონეზე კორუპციას". ეს განცხადება საკაშვილმა "ასოშეიეტედ პრესის კორეპონდენტთან" საუბარში გააკეთა დღეს. სააკაშვილმა თქვა, რომ მისი ანტიკორუპციული კამპანია შეიძლება შეეხოს ქონებასაც, რომელსაც ფლობს შევარდნაძის ოჯახსაც. ის არ აპირებს შურისძიებას მიმართოს შევარდნაძის ან მისი ოჯახის მიმართ, მაგრამ უკანონოდ შეძენილი ქონება სახელმწიფოს უნდა დაუბრუნდეს, განაცხადა მან.
XS
SM
MD
LG