Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის პრეზიდენტმა ფერვეზ მუშარაფმა და


პაკისტანის პრეზიდენტმა ფერვეზ მუშარაფმა და ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ათალ ბიჰარი ვაჯპაიმ

პაკისტანის პრეზიდენტმა ფერვეზ მუშარაფმა და ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ათალ ბიჰარი ვაჯპაიმ
სამშაბათს გამოაცხადეს, რომ ორ ქვეყანას შორის მიღწეულია შეთანხმება სამშვიდობო მოლაპარაკებათა დაწყების შესახებ, რამაც ქაშმირის კონტროლირებისათვის მებრძოლ ისლამისტ ექსტრემისტთა განრისხება გამოიწვია. მუშარაფმა ივალდებულა არ დაუშვას, რომ პაკისტანი, აგრეთვე ქაშმირის ის ნაწილი, რომელსაც ისლამაბადი აკონტროლებს, თავშესაფარი გახდეს ტერორისტებისთვის. ვაჯპაიმ თავის მხრივ განაცხადა, რომ ინდოეთი, ქაშმირის გამო მომხდარი უთანხმოების მოგვარებას შეეცდება. მაგრამ, ქაშმირში მებრძოლმა ისლამისტ ექსტრემისტთა დაჯგუფებებმა მყისვე დაგმეს ვაჯპაისა და მუშარაფის სამშვიდობო ინიციატივა.
XS
SM
MD
LG