Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინელთა ავტონომიის საგარეო საქმეთა მინისტრმა


პალესტინელთა ავტონომიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნაბილ შაათიმ ევროპის ქვეყნებს მოუწოდა

პალესტინელთა ავტონომიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნაბილ შაათიმ ევროპის ქვეყნებს მოუწოდა
- უფრო აქტიურად ჩაებან ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესში. როგორც შაათიმ აღნიშნა ბერლინში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ იოშკა ფიშერთან მოლაპარაკების შემდეგ, ევროპის შუამავლობა აუცილებელია, რათა ისრაელთან დაზავება იქნეს მიღწეული. ნაბილ შაათის თქმით, დაზავების გარეშე გაძნელდება სამშვიდობო პროცესის გამოყვანა ჩიხიდან. ოთხშაბათს, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ისრაელ სამხედროებთან მომხდარი შეტაკებისას 3 პალესტინელი იქნა მოკლული.
XS
SM
MD
LG