Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთი ავღანეთის ქალაქ ყანდაარის სამხედრო


სამხრეთი ავღანეთის ქალაქ ყანდაარის სამხედრო ბაზაზე 2 ავღანელი ჯარისკაცი დაიჭრა ბომბის აფეთქების შედეგად.

სამხრეთი ავღანეთის ქალაქ ყანდაარის სამხედრო ბაზაზე 2 ავღანელი ჯარისკაცი დაიჭრა ბომბის აფეთქების შედეგად.
ავღანელი ოფიციალური პირები აფეთქების პასუხისმგებლობას თალიბანს აკისრებენ. დღესვე შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი აჰმად ჯალალიმ თქვა, რომ თავს კარგად გრძნობს ორი თურქი ტექნიკოსი, რომლებიც გასულ თვეში იქნენ გატაცებული. მინისტრი იმედოვნებს, რომ ორივეს მალე გაათავისუფლებენ. დღესვე გაერომ გამოთქვა დაეჭვება იმით, რომ დემოკრატიული არჩევნები ავღანეთში, გეგმისამებრ, ივნისში გაიმართება. გაეროს შეფასებით, კენჭისყრა შესაძლოა გადაიდოს ამომრჩეველთა რეგისტრაციის პროცესში შეფერხებების გამო. მაგრამ აშშ არჩევნების გადადების წინააღმდეგია. როგორც ავღანეთში ამ ქვეყნის ელჩმა ზალმაი ხალილზადმა უთხრა ჟურნალისტებს, ამომრჩეველთა რეგისტრაცია, მართალია, გეგმაზე უფრო ნელა მიმდინარეობს, მაგრამ შეეცდებიან იმის დადგენას, არის თუ არა შესაძლებელი ამ პროცესის დაჩქარება.
XS
SM
MD
LG