Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში ავარია განიცადა "ბლეკ ჰოუკის"


ერაყში ავარია განიცადა "ბლეკ ჰოუკის" ტიპის ამერიკულმა შვეულმფრენმა. დაიღუპა მასში მყოფი 9 ამერიკელი ჯარისკაცი.

ერაყში ავარია განიცადა "ბლეკ ჰოუკის" ტიპის ამერიკულმა შვეულმფრენმა. დაიღუპა მასში მყოფი 9 ამერიკელი ჯარისკაცი.
შვეულმფრენს საავარიო დაჯიდომის გაკეთება მოუხდა ქალაქ ფალუჯის სიახლოვეს. ეს არის ამერიკული ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართული მოძრაობის ცენტრი, სადაც ადრე ამერიკულ შვეულმფრენებზე სროლის შემთხვევები აღირიცხა. ამერიკელ ბრიგადის გენერალ მარკ კიმიტის თქმით, ავარიის მიზეზი ჯერ უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება. მოგვიანებით ვაშინგტონის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომ პრეზიდენტი ჯორჯ ბუში დამწუხრებულია ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების დაღუპვის გამო. ბაღდადიდან კი იუწყებიან, რომ ამერიკელმა სამხედროებმა დაიწყეს ერაყში დაპატიმრებულების გათავისუფლება ამნისტიასთან დაკავშირებით, რომელსაც ამერიკული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პოლ ბრემერი კეთილი ნების ჟესტს უწოდებს. ამნისტია ჯერ 100-მდე ადამიანს შეეხება. მომავალი კვირების მანძილზე კი სულ 400-მდე ადამიანს გამოუშვებენ. ერაყის შესახებ გავრცელებული კიდევ ერთი ცნობით, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა აღნიშნა, რომ კვლავინდებურად დარწმუნებულია: სადამ ჰუსეინის მმართველობის დროს ერაყი ფლობდა მასობრივი განადგურების იარაღს. ამ საკითხზე მან ვაშინგტონში გამართულ პრეს-კონფერენციაზე ისაუბრა.
XS
SM
MD
LG