Accessibility links

logo-print

ასლან აბაშიძემ რადიო "თავისუფლებასთან" ინტერვიუში


ასლან აბაშიძემ რადიო "თავისუფლებასთან" ინტერვიუში ახსენა აჭარაში "შეიარაღებული გამოსვლების გეგმა", რომელიც აღმოაჩინეს

ასლან აბაშიძემ რადიო "თავისუფლებასთან" ინტერვიუში ახსენა აჭარაში "შეიარაღებული გამოსვლების გეგმა", რომელიც აღმოაჩინეს
ბოროტმოქმედების ბინების ჩხრეკისას. აი, რა თქვა ამ საკითხთან დაკავშირებით ასლან აბაშიძემ ჩვენი რადიოს რუსულ სამსახურთან ინტერვიუში: [ასლან აბაშიძის ხმა] "აღმოაჩინეს იარაღი, ასაფეთქებელი ნივთიერებები, აგრეთვე პროკლამაციები, რაც არავის გაკვირვებია. მაგრამ იქვე იყო გეგმებიც - აჭარის ტერიტორიაზე სამოქმედო გეგმა. ეს გეგმა ემთხვეოდა დოკუმენტურ მასალას, რომელიც უკვე გვქონდა. საქმე ეხება შეიარაღებულ გამოსვლებს აჭარის ტერიტორიაზე." ამ გეგმის დეტალები ასლან აბაშიძეს არ გაუმხელია. მისი თქმით, მიმდინარეობს "სერიოზული გამოძიება". ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში მან საქართველოს ფედერალური მოწყობის იდეაზეც ისაუბრა: [ასლან აბაშიძის ხმა] "საქართველო შეიქმნა ფედერალიზმის საფუძველზე. ქართული მომცრო სახელმწიფოები ერთ სახელმწიფოდ გაერთიანდნენ. და ამ რეგიონებმა დღემდე შეინარჩუნეს საზღვრები. ყველაფერი მზადაა. ახლა საჭიროა საკანონმდებლო ბაზის მომზადება, რათა რეგიონებს მოვალეობებთან ერთად, უფლებებიც ჰქონდეთ".
XS
SM
MD
LG