Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოესწრება თუ არა საპარლამენტო არჩევნების წინ ძლიერი ოპოზიციური ბლოკის შექმნა?


თამარ ჩიქოვანი, თბილისი სავარაუდოდ, 9 იანვარს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავს. ოპოზიციური პარტიების პროტესტის მიუხედავად, არჩევნები მარტში გაიმართება.

შესაბამისად, იმ პარტიებს, ვინც არჩევნებში მონაწილეობას გადაწყვეტს, საკმაოდ მცირე დრო რჩებათ არჩევნებისთვის მოსამზადებლად. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ დღეს არსებული რეალობის გათვალისწინებით, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობა პარტიებისთვის "თვითმკვლელობის" ტოლფასი აქტია, უახლოეს ხანში არაერთი საარჩევნო ბლოკის შექმნის მოწმენი ვიქნებით.
ტრადიციონალისტთა კავშირისა და ეროვნულ დემოკრატიული პარტიის გადაწყვეტილებას, ბლოკის შექმნის შესახებ, პოლიტიკურ სპექტრში არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. რატომ გადავიდა ტრადიციონალისტთ კავშირი ოპოზიციაში მაშინ, როცა 2 ნოემბრის არჩევნებში ბლოკ "ბურჯანაძე-დემოკრატების" შემადგენლობაში მონაწილეობდა - ამ კითხვას პასუხობს რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიის დღევანდელი სტუმარი, ბლოკ "ედპ-ტრადიციონალისტების" ლიდერი აკაკი ასათიანი, რომელსაც თმარ ჩიქოვანი ესაუბრა

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG