Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტი მომავალ კვირაში გააკეთებს


აშშ-ის პრეზიდენტი მომავალ კვირაში გააკეთებს განცხადებას ამერიკის კოსმოსური პროგრამის შესახებ.

აშშ-ის პრეზიდენტი მომავალ კვირაში გააკეთებს განცხადებას ამერიკის კოსმოსური პროგრამის შესახებ.
მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით (ამ პირის ვინაობა საჯაროდ არ გაუმხელიათ), ჯორჯ ბუში ისაუბრებს გეგმაზე, რომელიც ითვალისწინებს კოსმონავტების ისევ მთვარეზე გაგზავნას და იქ მუდმივი სადგურის შექმნას. მთვარეზე ამერიკელი ასტრონავტების ბოლო მისია 1972 წლით თარიღდება. მოსალოდნელია ასევე, რომ ბუში ისაუბრებს ასტრონავტების მარსზე გაგზავნის გეგმაზე. თუმცა, ეს მისია კიდევ 10 წელი მაინც არ განხორციელდება.
XS
SM
MD
LG