Accessibility links

logo-print

ჩრდილოეთი კორეა არ მიბაძავს ლიბიას


ჩრდილოეთი კორეა არ მიბაძავს ლიბიას, რომელმაც უარი თქვა მასობრივი განადგურების იარაღის შექმნაზე.

ჩრდილოეთი კორეა არ მიბაძავს ლიბიას, რომელმაც უარი თქვა მასობრივი განადგურების იარაღის შექმნაზე.
ამის შესახებ განაცხადა ჩრდილოეთი კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა. მისი თქმით, ლიბიის განცხადება აკრძალული იარაღის შექმნის გეგმაზე უარის შესახებ არ იქონიებს გავლენას ჩრდილოეთი კორეის პოზიციაზე. ლიბიამ ამ შინაარსის განცხადება დეკემბერში გააკეთა, რის შემდეგაც ვაშინგტონმა გამოთქვა იმედი, რომ ლიბიას სხვა ქვეყნებიც მიბაძავენ.
XS
SM
MD
LG