Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის ქალაქ ბაკუბაში შიიტურ მეჩეთში


ერაყის ქალაქ ბაკუბაში შიიტურ მეჩეთში მომხდარმა აფეთქებამ სულ ცოტა 6 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. დაჭრილია ბევრი ადამიანი.

ერაყის ქალაქ ბაკუბაში შიიტურ მეჩეთში მომხდარმა აფეთქებამ სულ ცოტა 6 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. დაჭრილია ბევრი ადამიანი.
მეჩეთში ბომბი აფეთქდა პარასკევის ლოცვის დროს. ადგილობრივი პოლიციელის განმარტებით, ასაფეთქებელი მოწყობილობა დამაგრებული იყო მეჩეთის წინ დატოვებულ ველოსიპედზე. ამასობაში, ამერიკელმა სამხედროებმა წამოიწყეს ოპერაცია თიქრითში, სადამ ჰუსეინის მშობლიურ ქალაქში მას შემდეგ, რაც იქ გუშინ ამერიკული შვეულმფრენი ჩამოაგდეს. ამ თავდასხმის შედეგად დაიღუპა 9 ამერიკელი ჯარისკაცი. წუხელ დაწყებული ოპერაციის დროს კი ამერიკელმა სამხედროებმა 30-მდე ეჭვმიტანილი დააპატიმრეს. ხოლო ბაღდადიდან მოსული ინფორმაციით, ხუთშაბათს გამთენიისას რაკეტები მოხვდა სასტუმრო "ბურჯ ალ-ჰაიათს". შენობა დაზიანდა, მსვხერპლის შესახებ კი ცნობებში არაფერია ნათქვამი.
XS
SM
MD
LG