Accessibility links

საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ნინო


საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ახალი საპარლამენტო არჩევნები 28 მარტს ჩატარდება.

საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ახალი საპარლამენტო არჩევნები 28 მარტს ჩატარდება.
საქმე ეხება განმეორებით არჩევნებს, რომლებიც უნდა ჩატარდეს მას შემდეგ, რაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები გააუქმა მათი გაყალბების ბრალდების საფუძველზე. ნინო ბურჯანაძემ გამოთქვა იმედი, რომ არჩევნები დემოკრატიული და სამართლიანი იქნება. დღესვე საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა მიხეილ სააკაშვილმა პირობა დადო, რომ დაიწყებს ეკონომიკურ რეფორმებს, რისთვისაც აპირებს სახელმწიფო რეზიდენციების გაყიდვასა და შემოსავლის სახელმწიფო ბიუჯეტში ჩადებას. თვით სააკავშილი ორსართულიან შენობაში იცხოვრებს და იმუშავებს. იუწყებიან ასევე, რომ შვეიცარიის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, საქართველომ შეიტანა ოფიციალური თხოვნა, შვიეცარიაში გაიყინოს ყოფილ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესთან დაახლოებული პირების საბანკო ანგარიშები. იუსტიციის მინისტრის პრეს-მდივნის განმარტებით, ეს ზომა, მიმართული კორუფციაში ეჭვმიტანილი ოფიციალური პირების წინააღმდეგ, არ ეხება თვით შევარდნაძეს.
XS
SM
MD
LG