Accessibility links

logo-print

თურქეთმა და აზერბაიჯანმა გამოთქვეს სურვილი


თურქეთმა და აზერბაიჯანმა გამოთქვეს სურვილი, სომხეთთან ერთად გამართონ სამმხრივი მოლაპარაკება მთიანი ყარაბაღის კონლიქტზე.

თურქეთმა და აზერბაიჯანმა გამოთქვეს სურვილი, სომხეთთან ერთად გამართონ სამმხრივი მოლაპარაკება მთიანი ყარაბაღის კონლიქტზე.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბდულა გიულმა პარასკევს აზერბაიჯანში ვიზიტისას აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა და აზერბაიჯანი კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას ემხრობიან: [გიულის ხმა] "სამწუხაროდ, აზერაბიჯანის ტერიტორიის 20 პროცენტი სომხეთსა აქვს დაპყრობილი. მთიანი ყარაბაღის პრობლემა მოუგვარებელია. გვსურს, ყველა ეს პრობლემა მოგვარდეს აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის დაცვით." აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვილაიათ გულიევმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა მიესალმება სომხეთთან მოლაპარაკებაში თურქეთის მონაწილეობას.
XS
SM
MD
LG