Accessibility links

logo-print

პენტაგონის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-მა


პენტაგონის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-მა ერაყის პრეზიდენტი სადამ ჰუსეინი "სამხედრო მტრულ ტყვედ" გამოაცხადა.

პენტაგონის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-მა ერაყის პრეზიდენტი სადამ ჰუსეინი "სამხედრო მტრულ ტყვედ" გამოაცხადა.

პენტაგონის პრეს-მდივნის თქმით, სადამ ჰუსეინი სარგებლობს ყველა უფლებით, რომელსაც სამხედრო ტყვეებს ჟენევის კონვენცია ანიჭებს. ამავე ინფორმაციით, სადამ ჰუსეინის სტატუსის გამოცხადება არ ცვლის პირობებს, რომლებშიც ის დაკავებული ჰყავთ ამერიკის ჯარებს. სამხედრო ტყვის სტატუსით დაშვებულია დაკავებულთან საერთაშორისო წითელი ჯვრის წარმომადგენელთა მისვლა, დაკავებულის მიერ წერილებისა და გზავნილების მიღება. სადამ ჰუსეინი 13 დეკემბერს შეიპყრეს მისი მშობლიური ქალაქის, თიქრითის მახლობლად.
XS
SM
MD
LG