Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდონეზიის კუნძულ ლომბოკზე 7 ავღანელი


ინდონეზიის კუნძულ ლომბოკზე 7 ავღანელი განაგრძობს საშიმშილო გაფიცვას, რომელიც ხუთშაბათს დაიწყო.

ინდონეზიის კუნძულ ლომბოკზე 7 ავღანელი განაგრძობს საშიმშილო გაფიცვას, რომელიც ხუთშაბათს დაიწყო.
გაფიცულები მოითხოვენ, რომ ინდონეზიის ხელისუფლებამ მათ ლტოლვილის სტატუსი მიანიჭოს. ავღანელებმა უარყვეს ლტოლვილთა საკითხებში გაეროს წარმომადგენლის მოთხოვნა შიმშილობის შეწყვეტის შესახებ. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა: "ჩვენ არ შეგვიძლია ავღანეთში დაბრუნება. გვეშინია. თუკი ჩავალთ, მოგვკლავენ, ან კიდევ დაიწყება ჩვენი დევნა-შევიწროება. ორ წელიწადზე მეტია, რაც აქ ვართ. არ ვიცით, სად შეგვიძლია წასვლა, რა უნდა ვაკეთოთ, და რა მოგველის მომავალში". გაეროს წარმომადგნელმა განაცხადა, რომ გადასინჯავს კუნძულ ლომბოკზე მყოფი 130-დე ირანელი, ავღანელი და ერაყელი ლტოლვილის საქმეებს, მაგრამ ეს არ შეეხება საპროტესტო აქციის მონაწილეებს, თუ ისინი კვლავაც გააგრძელებენ საშიმშილო გაფიცვას.
XS
SM
MD
LG