Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელ ექსპერტთა დელეგაციამ, რომელსაც სტენფორდის


ამერიკელ ექსპერტთა დელეგაციამ, რომელსაც სტენფორდის უნივერსიტეტის ყოფილი პროფესორი ჯონ ლიუისი ხელმძღვანელობს,

ამერიკელ ექსპერტთა დელეგაციამ, რომელსაც სტენფორდის უნივერსიტეტის ყოფილი პროფესორი ჯონ ლიუისი ხელმძღვანელობს,
ჩრდილოეთი კორეის ბირთვული კომპლექსი მოინახულა ენბონში. პეკინში დაბრუნებისას ჯონ ლუისმა განაცხადა: "ჩვენ კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიწვევით ჩავედით ენბონში. ჩრდილოეთი კორეის მხარემ ჩვენი ყველა მოთხოვნა შეასრულა, ისეთებიც კი, რომლებიც წინასწარ შედგენილ სიაში არ იყო საერთოდ მოხსენიებული. ჩვენ, ბირთვული ობიექტების ნახვით არ შემოვფარგლურვართ." ვაშინგტონს მიაჩნია, რომ ჩრდილოეთი კორეა ენბონში ბირთვულ იარაღს აწარმოებს. ერთ წელიწადზე მეტია უკვე, რაც ვაშინგტონი და ფხენიანი ამაოდ ცდილობენ ჩრდილოეთი კორეის ბირთვული პროგრამის თაობაზე აღძრული კრიზისის მოგვარებას.
XS
SM
MD
LG