Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელი კეროლ


გაეროს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელი კეროლ ბელემი დღეს ჩავიდა ირანის ქალაქ ბამში,

გაეროს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელი კეროლ ბელემი დღეს ჩავიდა ირანის ქალაქ ბამში,
რომელიც მიწასთან გაასწორა ამას წინათ მომხდარმა ძლიერმა მიწისძვრამ. გაეროს ფონდი დაეხმარება 7 ათასამდე ბავშვს, რომელთა მშობლები მიწისძვრის შედეგად დაიღუპნენ. ბელემის თქმით, მისი უწყება წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემის აღდგენაშიც დაეხმარება ქალაქის მესვეურებს. ქალაქის აღდგენა ორ წელიწადზე მეტ ხანს გასტანს და გაეროს გამოანგარიშებით, ერთ მილიარდ დოლარზე მეტი დაჯდება. მიწისძვრამ, სულ ცოტა, 35 ათასი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა; 30 ათასამდე ადამიანი - დაიჭრა.
XS
SM
MD
LG