Accessibility links

logo-print

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი იმედოვნებს


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი იმედოვნებს,

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი იმედოვნებს,
რომ 9 ბრიტანელი ქვეშევრდომის ბედი, რომლებიც ამერიკის სამხედრო ბაზაზე არიან დაპატიმრებულები გუანტანამოში, უახლოეს მომავალში გაირკვევა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია BBC-სათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. გუანტანამოში 42 ქვეყნის 660-დე მოქალაქეა დაპატიმრებული. ისინი დაახლოებით ორი წლის წინ დააკავეს ავღანეთში მიმდინარე ანტიტერორისტული ოპერაციის დროს. შეერთებული შტატების მთავრობა უარს ამბობს მათთვის სამხედრო ტყვის სტატუსის მინიჭებაზე და განზრახული აქვს სამხედრო ტრიბუნალს გადასცეს მათი საქმეები.
XS
SM
MD
LG