Accessibility links

logo-print

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა განაცხადა


ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა განაცხადა, რომ ისრაელი მზადაა განაახლოს სამშვიდობო მოლაპარაკება სირიასთან, თუ ეს უკანასკნელი "ტერორის" მხარდაჭერას შეწყვეტს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა განაცხადა, რომ ისრაელი მზადაა განაახლოს სამშვიდობო მოლაპარაკება სირიასთან, თუ ეს უკანასკნელი "ტერორის" მხარდაჭერას შეწყვეტს.
შარონმა კვირას განაცხადა ეს იერუსალიმში. სამშვიდობო მოლაპარაკება ისრაელსა და სირიას შორის 4 წლის წინ შეწყდა გოლანის მაღლობის მომავალი სტატუსის თაობაზე აღძრული უთანხმოების გამო; ტერიტორიისა, რომელიც 1967 დაიკავა ისრაელმა, ხოლო 1981 წელს მისი ანექსია მოახდინა. დღეს დილით, ისრაელმა სამხედროებმა პალესტინელი მოზარდი მოკლეს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მდებარე ქალაქ ნაბლუსში. დღესვე ისრაელის რადიომ გამოაქვეყნა ცნობა იმის შესახებ, რომ მეორე პალესტინელი შემთხვევით დაიღუპა ნაბლუსის აღმოსავლეთით გზაზე, როცა ყუმბარა აუფეთქდა.
XS
SM
MD
LG