Accessibility links

logo-print

ერაყელი შიიტების ლიდერმა აიათოლა ალი


ერაყელი შიიტების ლიდერმა აიათოლა ალი ალ-სისთანიმ დღეს მოითხოვა, რომ უახლოეს თვეებში ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნები ჩატარდეს.

ერაყელი შიიტების ლიდერმა აიათოლა ალი ალ-სისთანიმ დღეს მოითხოვა, რომ უახლოეს თვეებში ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნები ჩატარდეს.
შეერთებული შტატების მიერ დანიშნული ერაყის მმართველი საბჭოს წევრები შიიტ მაჰმადიანთა ქალაქ ნაჯაფში ჩავიდნენ დღეს აიათოლა ალი ალ-სისთანისთან მოსალაპარაკებლად. ისინი შეეცადნენ დაეყოლიებინათ შიიტების ლიდერი მხარი დაუჭიროს ვაშინგტონის გეგმას, რომლის თანახმად მიმდინარე წელს მაისის დამლევს რეგიონები აირჩევენ ერაყის გარდამავალ პარლამენტს, რომლის მიერ შექმნილი დროებითი მთავრობა ივნისის ბოლოს გახდება ქვეყნის სუვერენული მმართველი. რაც შეეხება საყოველთაო არჩევნებსა და ახალი კონსტიტუციის მიღებას, ეს 2005 წელს უნდა მოხდეს. მაგრამ სისთანის სურს, რომ გარდამავალი პარლამენტი არა რეგიონული ყრილობების, არამედ პირდაპირი გზით იქნეს არჩეული. თუ სისთანი არ შეცვლის თავის პოზიციას, ერაყში მცხოვრები შიიტების უმრავლესობამ შესაძლოა უარყოს შეერთებული შტატების გეგმა.
XS
SM
MD
LG