Accessibility links

logo-print

12 იანვარს ოფიციალურად წაუყენეს ბრალი


12 იანვარს ოფიციალურად წაუყენეს ბრალი 25 წლის შვეციის მოქალაქე მიხაილო მიხაილოვიჩს,

12 იანვარს ოფიციალურად წაუყენეს ბრალი 25 წლის შვეციის მოქალაქე მიხაილო მიხაილოვიჩს,
რომელმაც გასულ კვირას აღიარა შვეციის საგარეო საქმეთა მინისტრის ანა ლინდის მკვლელობა. ლინდის მკვლელობის მთავარმა გამომძიებელმა ლეიფ იენეკვისტმა ჟურნალისტებს განუცხადა: [იენეკვისტის ხმა] "ანა ლინდი და მისი მეგობარი სავაჭრო ცენტრში დაახლოებით იმავე დროს შევიდნენ, როცა მიხაილო მიხაილოვიჩი. ის ერთი სართულით მაღლა იმყოფებოდა და საშუალება ჰქონდა ლინდისთვის თვალყური ედევნებინა. ჩვენს მასალებში არის ფირი, რომელსაც ოთხშაბათს წარვადგენთ სასამართლოზე. მიხაილოვიჩს ჰქონდა საშუალება დაეგეგმა საკუთარი ქმედება. ის მეორე სართულიდან დაეშვა პირველზე და დაჭრა ლინდი". დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ანა ლინდის მკვლელს სამუდამო პატიმრობა ელის.
XS
SM
MD
LG