Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტალიის საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვიტა გააუქმოს


იტალიის საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვიტა გააუქმოს კანონი, რომელიც პრემიერ-მინისტრს სილვიო ბერლუსკონის და

იტალიის საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვიტა გააუქმოს კანონი, რომელიც პრემიერ-მინისტრს სილვიო ბერლუსკონის და
სხვა მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს დროებით იმუნიტეტს ანიჭებდა სასამართლო გამოძიების მიმართ. სასამართლო გადაწყვიტილების თანახმად, პარლამენეტის მიერ მიღებული კანონი არღვევს კანონის წინაშე ყველა მოქალაქის თანასწორობის პრინციპს. მემარცხენე ცენტრისტების ლიდერმა ფრანჩესკო რუტელიმ განაცხადა, რომ გადაწყვიტელბა ადასტურებს იტალიის საკონსტიტუციო ინსტიტუციების დამოუკიდებლობას. [რუტელის ხმა] "დღეს კარგი დღეა, რადგან საკონსტიტუციო სასამართლომ აჩვენა, რომ არის თავისუფალი, დამოუკიდებელი და აქვს უნარი ჩვენი ინსტიტუციური, დემოკრატიული ცხოვრების შესახებ ძალიან, ძალიან კრიტიკულ მომენტში მიიღოს გადაწყვეტილება. ჩვენ პატივისცემით ვართ განწყობილი და ვფიქრობთ, რომ გადაწყვეტილება ადასტურებს საკონსტიტუციო ისნტიტუციის დამოუკიდებლობას. მათ იმუშავეს და იმუშავეს კარგად". ამ გადაწყვეტილების შედეგად, ახლა შეიძლება ბერლუსკონის მიმართ ადრე აღძრული საქმე კორუპციის შესახებ, კვლავ განახლდეს.
XS
SM
MD
LG