Accessibility links

logo-print

რა საარჩევნო გაერთიანებები შეიძლება შეიქმნას საპარლამენტო არჩევნების წინ


საქართველოში მოქმედ პოლიტიკურ პარტიებს ყოველთვის უჭირდათ წინასაარჩევნოდ გაერთიანება და მძლავრი საარჩევნო ბლოკების შექმნა. არჩევნებში ერთად გამოსვლა ეგრეთწოდებული ვარდების

რევოლუციისას გაერთიანებულმა სააკაშვლისა და ჟვანია-ბურჯანაძის გუნდებმაც კი ვერ შეძლეს. 2003 წლის 2 ნოემბრამდე საქართველოში შექმნილმა ვითარებამ მმართველ პოლიტიკურ ძალას აიძულა სახელისუფლებო კოალიცია შეექმნა, თუმცა ხელისუფლების ხიბლით შექმნილი გაერთიანება ხელისუფლების შეცვლისთანავე დაიშალა.

28 მარტის საპარლამენტო არჩევნებამდე წინასაარჩევნო კამპანიისთვის დარჩენილი საკმაოდ შეზღუდული დროის მიუხედავად ჯერაც არა გამოკვეთილი თუ რომელი პოლიტიკური პარტიები გამოვლენ ერთად 7 პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის დასაძლევად. თუმცა ერთი კი ცხადია, რომ შევარდნაძის დროინდელი სახელისუფლებო ბლოკის მსგავსად საპარლამენტო არჩევნებზე ერთად გამოვლენ ხელისუფლებაში მოსული ნაციონალური მოძრაობისა და ბურჯანაძე-დემოკრატების პოლიტიკური დაჯგუფებები.

რაც შეეხება ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებსს მათგან მხოლოდ ტრადიციონალისტებმა და ეროვნულ-დემოკრატებმა დაიჭირეს თადარიგი, თუმცა ეს სულაც არ არის საკმარისი კონკურენტუნარიანი ოპოზიციური ძალის ჩამოსაყალიბებლად.
ამ გაერთიანებას შესაძლებელია შეუერთდეს ეულად დარჩენილი ახალი მემარჯვენეები და ასევე მემარჯვენე მიმართულების მრეწველთა პარტია. მე მრეწველთა ერთერთ ლიდერს ზურაბ ტყემალაძეს ვკითხე დაიწყო თუ არა მოლაპარაკებები რომელიმე შესაძლო პარტნიორთან.

[ზურაბ ტყემალაძის ხმა] "არა ჯერ არაფერი მოძრაობა არ დაგვიწყია, ვნახოთ ეხლა რა იქნება როგორ იქნება, ალბათ ბუნებრივია კონსულტაციებს დავიწყებთ ამ კვირაში. მე მიმაჩნია, რომ ყველა მემარჯვენე ძალა უნდა გაერთიანდეს."

გაერთიანებას გარდაუვალ აუცილებლად თვლის ახალი მემარჯვენეების ერთერთი ლიდერი ფიქრია ჩიხრაძეც.

[ფიქრია ჩიხრაძის ხმა] "რომ არ მოხდეს იგივე რაც მხდა რუსეთის დუმაში ამ ცოტა ხნის წინ ჩატარებული არჩევნების დროს რომ ფაქტიურად პარლამენტი დარჩა იქაური მემარჯვენე აზრის გარეშე ჩვენთან არის მეორე საშიშროებაც, რომ პარლამენტი საერთოდ ოპოზიციური აზრის გარეშე დარჩეს. ამიტომ ამ ორი ფაქტორიდან გამომდინარე რომ გადარჩეს მემარჯვენე იდეა და გადარჩეს ოპოზიციური აზრი მომავალ პარლამენტში, რომ საერთოდ აზრი ჰქონდეს პოლიტიკური ძალის წარმართვას, ჩვენს ვცდილობთ რომ კონსულტაციები გავმართოთ მემარჯვენე ძალებთან."

თუ მემარჯვენები არაფერს ლაპარაკობენ მემარცხენე ძალებთან კოალიციაზე, თავად მემარცხენეთა წარმომადგენელი სოციალისტი ზაქარია ქუცნაშვილი ორივე ორიენტაციის 5 ძირითად ოპოზიციურ პარტიას ინტეგრაციაზე ფიქრს ურჩევს.

[ზაქარია ქუცნაშვილის ხმა] "99 წელს როდესაც იქმნებოდა ბლოკი აღორძინება მაშინ საფუძვლად იდეოლოგიური მომენტი არ დადებია მაშინ საფუძვლად დაედო ოპოზიციურობის მომენტი როდესაც ძლიერმა ოპოზიციურმა პარტიებმა როგორიც იყო აღორძინება, სოციელისტები, ტრადიციონალისტები და ჯუმბერ პატიაშვილი გვერდზე გადაწიეს იდეოლოგიური საფუძვლები და ოპოზიციური ნიშნით გაერთიანდნენ ფაქტიური ხელისუფლების წინააღმდეგ. ვნახოთ ამჯერად რა ღირებულება იქნება შერჩეული გაერთიანების საფუძვლად."

რაც შეეხება აღორძინებას, მას ოპოზიციონერები ოპოზიციად არ თვლიან და ჯერჯერობით არც თავად აღორძინებას უფიქრია კოალიციაზე და საპარლამენტო არჩევნებზე.

შეძლებენ თუ არა მემარჯვენეები და მემარცხენეები ერთად გაერთიანებას, ან იდეოლოგიური ნიშნით მაინც ბლოკებად შეკვრას ეს ბლოკების რეგისტრაციის ბოლო ვადამდე 14 თებერვლამდე გაირკვევა.
XS
SM
MD
LG