რუსეთი მიუღებლად მიიჩნევს საქართველოს ტერიტორიიდან
თავისი სამხედრო ბაზების დაჩქარებული წესით გატანას, როგორც ეს თავის დროზე გერმანიაში მოხდა. ამ შინაარსის განცხადება გააკეთა დღეს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა. რუსეთის ქალაქ კრასნოიარსკში, ჟურნალისტებთან შეხვედრისას, ივანოვმა აღნიშნა: [სერგეი ივანოვის ხმა] "ამ საკითხის მოგვარება, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ დიპლომატიურ სიბრტყეშია საძებნელი. ამასთანავე, ყველას მშვენივრად ესმის (და მე ეს კიდევ ერთხელ დავადასტურე), რომ ჩვენი ბაზების გატანა საქართველოდან არ მოხდება ისე, როგორც გერმანიაში იყო. როცა ჯარისკაცებს, ოფიცრებსა და იარაღს ტრიალ მინდორზე ვყრიდით და ამას გაყვანას ვუწოდებდით. ეს გაყვანა არ არის." მინისტრის თქმით, სამხედრო მოსამსახურეების გაყვანა შესაძლებელია მხოლოდ სათანადო მომზადების შემდეგ, მოსაწყობია სამხედრო ქალაქები, რასაც საკმაო დრო სჭირდება.