Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის კონგრესის ნატოს კომიტეტის თავმჯდომარის


აშშ-ის კონგრესის ნატოს კომიტეტის თავმჯდომარის ბრუს ჯექსონის აზრით,

აშშ-ის კონგრესის ნატოს კომიტეტის თავმჯდომარის ბრუს ჯექსონის აზრით,
რუსეთის განცხადება საქართველოდან სამხედრო ბაზების გატანის დასაჩქარებლად 500 მილიონი დოლარის საჭიროების შესახებ სტამბოლის ხელშეკრულების დარღვევაა. დღეს, თბილისში გამართულ ბრიფინგზე გამოსვლისას, ჯექსონმა განაცხადა, რომ როგორც შეერთებულ შტატებში, ისე ნატოში, იზიარებენ მოსაზრებას, რომ რუსეთის ბაზები საქართველოდან აუცილებლად გატანილ უნდა იქნეს და არავითარ კომპენსაციაზე არ შეიძლება იყოს საუბარი. ჯექსონის თქმით, საქართველოსა და მოლდავეთში რუსეთის მოქმედება ადასტურებს, რომ იგი ყველა ღონეს ხმარობს ამ ქვეყნებში თავისი სამხედრო ყოფნის გასახანგრძლივებლად. ამერიკელმა კონგრესმენმა დასძინა, რომ საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის სამხედრო ბაზების გატანის საკითხი მხოლოდ ამ ქვეყნებს არ ეხება და ეს ყველას პრობლემაა, მათ შორის ევროპისა.
XS
SM
MD
LG