Accessibility links

logo-print

აშშ-ის სარდლობამ დღეს გამოაცხადა, რომ


აშშ-ის სარდლობამ დღეს გამოაცხადა, რომ ერაყში შეიპყრეს ხამის სარჰან მოჰამედი,

აშშ-ის სარდლობამ დღეს გამოაცხადა, რომ ერაყში შეიპყრეს ხამის სარჰან მოჰამედი,
რომელსაც სადამ ჰუსეინის ხელისუფლების წევრი 55 ძებნილის სიაში 54-ე სტრიქონი ეკავა. აშშ-ის არმიის ბრიგადის გენერალმა მარკ კიმიტმა მოჰამედის დატყვევება მნიშვნელოვან ნაბიჯად შეაფასა კოალიციის ძალებზე თავდასხმათა რიცხვის შემცირების საქმეში. ხამის სარჰან მოჰამედი ბაათის პარტიის რეგიონული ორგნანიზაციის ხელმძღვანელი და მაღალი რანგის სამხედრო პირი იყო. იგი კვირას, ბაღდადის დასავლეთით დააპატიმრეს. დღეს ამერიკელმა სამხედროებმა დააპატიმრეს სადამ ჰუსეინის ერთ-ერთი უახლოესი თანამოაზრის, იზათ იბრაჰიმ ალ-დურის ოთხი ახლო ნათესავი დააპატიმრეს. თავად ალ-დურის ძიება გრძელდება. დღესვე, ქალაქ ბაკუბაში, თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილი თავდასხმის შედეგად, თავად ტერორისტის გარდა, ორი ადამიანი დაიღუპა. დაშავდა ოცამდე ადამიანი.
XS
SM
MD
LG