Accessibility links

logo-print

სულ ცოტა, ოთხი ადამიანი დაიღუპა


სულ ცოტა, ოთხი ადამიანი დაიღუპა და ათი დაშავდა დღეს დილით,

სულ ცოტა, ოთხი ადამიანი დაიღუპა და ათი დაშავდა დღეს დილით,
ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის მდებარე ერთ-ერთ საგუშაგოზე, სადაც ბომბი თვითმკვლელმა ქალმა ააფეთქა. ამ საგუშაგოს გავლით ისრაელში ყოველდღიურად, სამუშაოდ მიემგზავრება ათასობით პალესტინელი. დაღუპულებიც და დაჭრილებიც ისრაელები არიან. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა იონათან პელედმა განაცხადა: [იონათან პელედის ხმა] "პალესტინელმა ტერორისტებმა სამიზნედ უკვე მერამდენედ აირჩიეს ისრაელი მოქალაქეები და თავისივე მშვიდობიანი თანამემამულეები. იღუპებიან არა მხოლოდ ადამიანები. ინგრევა ისრაელიდან ღაზის სექტორისკენ მიმავალი ჰუმანიტარული დერეფანი. ტერორისტები ისევ ცდილობენ სამშვიდობო პროცესის ჩაშლას." ტერაქტისთვის პასუხისმგებლობა იკისრა პალესტინელთა ერთბაშად ორმა ექსტრემისტულმა ორგანიზაციამ: "ჰამასმა" და "ალ აყსას წამებულთა ბრიგადებმა".
XS
SM
MD
LG