Accessibility links

logo-print

შვეციის საგარეო საქმეთა მინისტრის ანა


შვეციის საგარეო საქმეთა მინისტრის ანა ლინდის მკვლელი აცხადებს, რომ თავისი მსხვერპლის მოკვლა არ უნდოდა.

შვეციის საგარეო საქმეთა მინისტრის ანა ლინდის მკვლელი აცხადებს, რომ თავისი მსხვერპლის მოკვლა არ უნდოდა.
ეს განცხადება მიხაილო მიხაილოვიჩმა დღეს, სტოკჰოლმში დაწყებულ სასამართლო პროცესზე გააკეთა. მიხაილოვიჩის ვექილი ამტკიცებს, რომ, მართალია, მისმა კლიენტმა აღიარა ლინდზე თავდასხმის ფაქტი, მაგრამ მისი მოკვლა მას არ სურდა. ანა ლინდი დანით მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა. 25 წლის შვეციის მოქალაქე მიხაილოვიჩი, წარმოშობით სერბი, ამტკიცებს, რომ ლინდს უზენაესის კარნახით დაესხა თავს. დაპატიმრებამდე განსასჯელს შიზოფრენიისგან მკურნალობის კურსი ჩაუტარეს.
XS
SM
MD
LG